Sunday, March 16, 2014

იხტიოფტირიუსი იგივე (იხტიკა)

        

იხტიოფტირიუსი არის აკვარიუმისტიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ხშირი დაავადება , ამ დაავადების გამოვლინებაა სხეულზე თეთრი წერტილების გაჩენა , იხტიკა წარმოადგენს ინფუზორიის ერთ-ერთ სახეობას რომლებიც პარაზიტობენ წყლის ყველა, და ხმელეთის მრავალ ცხოველზე გარდა ფრინველებისა,ეს პარაზიტი შესაძლებელია გავრცელდეს აკვარიუმში დავადებული თევზის ან ინფიცირებული აკვარიუმიდან აქსესუარის გადმოტანით ,იგი დასახლდება აკვარიუმში ყველაზე სუსტი თევზის სხეულზე  შემდგომ იგი მომწფების ასაკში რომელსაც 2-3 კვირა სჭირდება სკდება და გამოყოფს უამრავ თავისნაირ პარაზიტს,რომელიც სახლდება უკვე სხვა თევზის სხეულზე, ამ პროცესს სულ რაღაც 3-4 დღე სჭირდება.


პროფილაქტიკისათვის პირველ რიგში წყლის ტემპერატურა უნდა ავწიოთ 29-30 C -მდე , ამ დროს აერაცია უნდა იყოს მაღალი რადგან თევზი არ გაიგუდოს, შემდგომ უნდა მოხდეს მკურნალობა რაიმე ანტიპარაზიტული წამლით , ამ შემთხვევაში საუკეთესო საშუალებაა ,, კოსტაპური“ იგი ყოველ 40 ლიტზე უნდა ჩაისხას 22 წვეთი , ჩასხმიდან მესამე დღეს კი იგივე უნდა გაიმეორო წყლის გამოცვლის გარეშე.


Friday, March 14, 2014

რა არის აკვარიუმი.

რა არის აკვარიუმი? ან guide for newbies
პირველ რიგში, ეს არის ჩაკეტილი სისტემა, შუშაში მოთავსებული ბუნების პატარა ნაჭერი, რომელშიც პატრონის სურვილებისამებრ ბინადრობენ და მრავლდებიან თევზები, ლოკოკინები და სხვა მოლუსკები, წყლის მცენარეები და ა.შ. 
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, აკვარიუმს მინიატურული ტბა, მდინარე ან ზღვა ვუწოდოთ. 
პირველი დანახვით ეს საკმაოდ მარტივი სისტემაა, მაგრამ ამ სფეროში ჩაღრმავებისთანავე აკვარიუმისტი ნელნელა ხვდება, თუ რამდენად რთულად და საინტერესოდ არის იგი მოწყობილი.

აკვარიუმის შერჩევა
დავუშვათ, რომ გადაწყვიტეთ აკვარიუმის დადგმა. გებადებათ კითხვა - ”როგორი აკვარიუმი დავდგა?”. რა თქმა უნდა პირველ რიგში აკვარიუმის ზომა განპირობებული იქნება მისი მოთავსების ადგილის ზომებზე. თუმცა ბევრი დამწყები უპირატესობას ანიჭებს მრგვალ და პატარა აკვარიუმებს, რადგან ფიქრობენ, რომ მათი მოვლა უფრო ადვილია. ეს ასე არ არის! მრგვალი აკვარიუმი როგორც საჭირო აპარატურის დამაგრების და განთავსებისთვის მოუხერხებელია, ასევე თევზების ცქერისას მათ ამახინჯებს. მცირე მოცულობის აკვარიუმში კი ბევრი თევზის გაშვება უკვე არარეალურია. გარდა ამისა ამას მოჰყვება სხვა მრავალი პრობლემა (თევზების არჩევანის შემცირება, მათი მოვლის გართულება და ა.შ).
ამიტომ, დამწყებებისთვის ოპტიმალურია მართხუთხა ფორმის აკვარიუმი, მოცულობით 70-100 ლიტრი.

აკვარიუმის დადგმა, საჭირო აპარატურის დაყენება და გაშვება
აკვარიუმის შერჩევის შემდეგ, საჭიროა მისი სწორ ადგილზე დადგმა. აკვას მოთავსებამდე, კარგი იქნება მის ქვეშ პენოპლასტის ან რაიმე ნაჭერის დადება. 
ეხლა, როცა ავკა მოთავსებულია თავის კუთვნილ ადგილზე, ფსკერზე ვყრით გრუნტს (კენჭებს), შემდეგ ვასხავთ წყალს. ამის შემდეგ ვამაგრებთ ფილტრს, რომელიც მთლიანად უნდა იყოს ჩაძირული წყალში, და ვრთავთ მას. თუ თბილი წყლის თევზების ყოლას აპირებთ, მაშინ აგრეთვე გამათბობლის დაყანებაა საჭირო. 
ბევრი აკვარიუმის თევზისთვის ოპტიმალურია 25-26 °С წყალი, ამიტომ გამათბობლის სკალის მიხედვით ვანეყებთ ტემპერატურას 25-26 გრადუსზე.
ამ ოპერაციების ჩატარების შემდეგ ალბათ ყველას უჩნდება სურვილი, რაც შეიძლება მალე გაუშვას მომავალი ბინადრები, რაც ხშირად აკვარიუმისტისთვის პირველი და თევზისთვის ბოლო შეცდომაა. თევზების გაშვებამდე ჯერ კიდევ რამოდენიმე დღის, ან კვირის მოცდაა საჭირო, სანამ გრუნტში და წყალში დასახლდებიან და გამრავლდებიან საჭირო სასრგებლო ბაქტერიები და სხვა მიკროორგანიზმები.
თევზების გაშვების დროს თვითონ შეატყობთ. პირველ დღეებში წყალი აკვარიუმში აიმღვრევა, გახდება არაგამჭირვალე, რაც ბაქტერიების ჭარბი გამრავლებით აიხსნება, შემდეგ კი 2-3 დღეში გაიწმინდება. ამ პროცესს აკვარიუმის გაშვება ჰქვია. ეს კი უკვე შემდეგ ეტაპზე გადასვლის მანიშნებელია.

თევზების არჩევა
თევზების ყიდვამდე, კარგი იქნებოდა თუ დასაწყისისთვის ინტერნეტში ან ნაცნობ აკვარიუმისტებთან დაათვალიერებდით თევზებს და საბოლოოდ ჩამოყალიბდებოდით თევზების არჩევანში. ყველაზე მთავარია, რომ ერთ აკვარიუმში მაცხოვრებელი თევზები დაახლოებით ერთნაირი ზომის იყვნენ, რადგან იმის მიუხედავად, მტაცებელი თუ არა თევზი, პირში რაც ჩაეტება ყველაფერს ჭამს.
მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი - ერთბაშად ბევრი თევზი ნუ მოგყავთ. დასაწყისისთვის დაიკმაყოფილეთ თავი 4-5 თევზით, წყლის მცენარეებით და ლოკოკინებით (თუ გსურთ). შემდეგ უკვე ბინადრების მომრავლებაზე შეიძლება ფიქრი.

თევზების მოვლა
თევზების მოვლა შესდგება მათი ჭმევისგან და წყლის ცვლისგან.
საკვებიდან ყველაზე პოპულარულებია გერმანულის ფირმების ტეტრა და სერას სპეც.საკვები. მაგალითად ტეტრა რუბინი, ტეტრა პრო ქოლორი (რომლებიც შეიცავენ ბუნებრივ მღებავ ნივთიერებებს - კაროტნოიდებს, რომლებიც წითელი ფერის თევზს უფრო მკვეთრ ფერს აძლევენ), ტეტრა მინი (ვიტამინიზირებული საკვები), ტეტრა ფილი და ტეტრა პრო ვეჯითეიბლი (მცენარეული საკვები) და ა.შ. თქვენს წყლის ბინადრებს სავარაუდოთ ჩამოთვლილთაგან ყველა დასჭირდება, აი რომელი და რა სიხშირით უნდა აჭამოთ, ეს უკვე თევზის ჯიშზეა დამოკიდებული. აგრეთვე კარგია რაციაონის ცოცხალი საკვებით გამდიდრება - მოტილი (კოღოს ჭუპრები), ტრუბოჩნიკი, დაფნია. ჭმევამდე პირველი ორის დამუშავებაა საჭირო. მოტილს 1-2 წუთით მარნგანცოვკის სუსტ ხსნარში რეცხავენ, რის შემდეგ ათავსებენ ჯამზე ან სხვა რამეზე და საყინულეში ყინავენ. თევზებისთვის მიცემამდე გაყინულ ნატეხს წყალში ალბობენ, შემდეგ წყალს აქცევენ და დარჩენილ ჭუპრებს აკვარიუმში ყრიან.
ტრუბოჩნიკის შენახვა ხდება სხვანაირად - იღებენ ჯამს, ყრიან შიგ ტრუბოჩნიკს და გამდინარე წყლის ქვეშ დგავენ. როცა ტრუბოჩნიკი გაიწმინდება, ის მუქი ფერის მაგვირად ვარდისფერი გახდება (ამისათვის დაახლოებით 1 კვირაა საჭირო), აი ეხლა კი უკვე შეგიძლიათ აჭამოთ თქვენი აკვას ბინადრებს.
ცოცხალი საკვების ჭმევა სისტემატური სახის ხასიათი არ უნდა მიიღოს. ძირითადად მშრალი მიაწოდეთ თევზებს, ცოცხალი კი კვირაში 2-3 ჯერ.

წყლის ცვლა - რაოდენობა და სიხშირე პირდაპირ დამოკიდებული თევზების რაოდენობაზე და სახეობაზე. ნორმალურ აკვარიუმში ეს პროცედურა კვირაში 1-ხელ ტარდება, რომლის დროს აკვარიუმის მოცულობის ¼ იცვლება. რაც უფრო მეტი თევზია, მით უფრო ხშირი ან მოცულობიანია წყლის ცვლა.  წყარო:http://forum.ge/?showtopic=34581138&st=0&hl=